თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის XI საერთაშორისო კონკურსი „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ კონცერტით გაიხსნა.
სასტუმრო ბორჯომი ლიკანში მსმენელთა წინაშე წარსდგნენ, ცნობილი ქართველი მუსიკოსები, პიანისტები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი და გიგი პიანომენი, ასევე ჩელისტი ლიზი რამიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა და ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.
კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და პიანისტები არიან. მოსმენები 24 ოქტომბრის ჩათვლით, ფორტეპოანოს მიმართულებით, ოთხ კატეგორიაში, ხოლო საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით ორ კატეგორიაში იმართება.
კონკურსში მონაწილეობას 6 წლიდან 25 წლის ჩათვლით პიანისტები იღებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე