ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია

02 სექტემბერი 2022, 17:14 414 ნახვა

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩება ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალაც.

ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. პარალელურად ჩართულია ვერტმფრენიც, სტაბილურად მივდივართ სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას",- აცხადებს თემურ მღებრიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში