საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად წირვა აღასრულა.
სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს იხილავს.