ვულოცავ ლიზ ტრასს პრემიერად არჩევას, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა - სალომე ზურაბიშვილი

05 სექტემბერი 2022, 16:11 845 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ელოდება ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში