ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურება საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი. გურამ დუმბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
მისი განმარტებით, „ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით.
რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ფიქრობს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების დროს.