პენტაგონის განცხადება

07 სექტემბერი 2022, 10:53 613 ნახვა

რუსეთი  ჩრდილოეთ კორეას შეიარაღებას სთხოვს- განცხადება პენტაგონში გაკეთდა. პენტაგონის პრესმდივნის პეტ რაიდერის თქმით, ეს ნაბიჯი მიუთითებს პრობლემებზე, რომლებიც  რუსეთს  უკრაინაში ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეექმნა, რომელსაც მოსკოვმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა.

გასულ თვეში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ შეძენილმა ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა  მოლოდინები ვერ გაამართლა. 

უკრაინული არმია  კონტრშეტევაზე გადავიდა  რამდენიმე მიმართულებით. ამ თავდასხმების მომზადების მიზნით უკრაინულმა ძალებმა  რუსეთის სამხედრო ბაზები გაანადგურეს. 

პენტაგონის განცხადებით,  დასავლეთის სანქციები  რუსეთს უკრაინაში განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შეცვლის შესაძლებლობას უზღუდავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში