ერთადერთი რითაც ვერ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი - ირაკლი კობახიძ​ე

07 სექტემბერი 2022, 14:29 1470 ნახვა

ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გახსნა მეორე ფრონტი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე. ბოლოს ბრიფინგზე ვთხოვეთ ოპოზიციას, წერილობით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება ამ თემაზე და ეთქვა, რაში უნდა დაგვეჭირა მხარი უკრაინისთვის და რაში არ დავუჭირეთ მხარი. ვერც ერთი პასუხი ვერ მივიღეთ ვერავისგან. რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. სხვა ვერაფერი თქვეს. როდესაც ამ პირობებში მაინც გრძელდება მათი რიტორიკა მხარდაჭერის არ აღმოჩენასთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რაც წამოსცდა გუშინ ხატია დეკანოიძეს, მაგრამ ჩვენი განცდაა, რომ ხალხს არ უნდა, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი“, - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში, როგორც კობახიძე ამბობს, ამ თემაზე შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც.

"მათ სურთ ომი და მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. ჯობია, ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რას ითხოვენ. ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ეს ხალხის გადასაწყვეტი საკითხი უნდა იყოს. ხალხმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც უთხრას, რომ თუ ის ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილების მიღებას - როგორც მოგეხსენებათ, მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას ითხოვენ, ხალხს შეუძლია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდოს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საკუთარ მილიარდნახევარსაც გაუფრთხილდება და გარდა ამისა, შესრულდება ის მოთხოვნაც აქვთ კონკრეტულ ადამიანებს. ეს საკითხი ძალიან ღიად უნდა დაისვას, ჩვენ რომც გვინდოდეს ომში ჩაბმა, ხალხის ნების წინააღმდეგ ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში