შეხვედრა ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონთან

09 სექტემბერი 2022, 14:50 743 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს თემურ სამხარაძეს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხარაძემ თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ევროპის ორი და ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდებს შორის. საუბარი სპორტსმენის სამომავლო გეგმებს შეეხო. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სულ მალე ძალისმიერი სამჭიდის მიმდევრებისთვის ახალი დარბაზი აშენდება, სადაც სპორტსმენები უკვე სათანადოდ შეძლებენ ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებისთის მზადებას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში