მაგიდის ჩოგბურთელების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე 

01 ნოემბერი 2025, 10:19 103 ნახვა

ქართველი სპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე, მაგიდის ჩოგბურთში. რიგაში გამართულ შეჯიბრებაზე ქართველმა სპორტსმენებმა  ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს.

19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა. 14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილი გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი; მესამე ადგილი დაიკავა  12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალიამ.

ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს რიგაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება საქართველოს სპორტის მინისტრმა მიულოცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე