შეხვედრა ძიუდოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებთან

07 ნოემბერი 2025, 11:44 113 ნახვა

სპორტის მინისტრი  ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიშს დაესწრო, 23-წლამდელთა ნაკრებს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური წარმატება მიულოცა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ექვსი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა გიორგი ჯაბნიაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები მათე გოგობერიძე და მათე ბერუაშვილი გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ნინო ლოლაძემ კგ, კოტე კაპანაძემ და შალვა გურეშიძემ  მოიპოვეს. შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ - ფინალური შეხვედრისას საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე