ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

12 სექტემბერი 2022, 14:24 1376 ნახვა

ხანძარი იყო ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ცეცხლი მრავალსართულიანი ბინის მესამე სართულის აივანზე გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარს  წინ უძღოდა აფეთქების ხმა, თუმცა რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინის მესაკუთრეები სახლში არ იმყოფებოდნენ, სახანძრო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს. მათივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობა მაშველებმა დროულად შეძლეს. დაიწვა აივანზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინსპექტირების სამსახური, რომელმაც ზარალი უნდა შეისწავლოს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.   

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში