გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას აგრარული განათლების პოპულარიზაციის და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიმართულებით.