ციფრული კავშირის სამიტი

14 სექტემბერი 2022, 15:22 507 ნახვა

რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარების მიზნით თბილისში საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი მიმდინარეობს.სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სადისკუსიო მრგვალი მაგიდებისა და ბი-ორი-ბი შეხვედრები. ასევე შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი ჰაბი.  არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. სამიტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ტარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში