მეწყერი ბუკნარი-ციხისძირის გზაზე და დატბორილი ბაზრის ტერიტორია

14 სექტემბერი 2022, 17:33 909 ნახვა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთში, დაზიანდა ელექტრო ბოძები, რომელმაც წყლის მიმწოდებელი ტუმბო შეაჩერა. ქალაქის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ბუკნარი ციხისძირის მონაკვეთთან კი მიწის მასა ჩამოიშალა, რომელმაც საავტომობილო გზის ერთი მონაკვეთი ჩაკეტა. ტერიტორია მძიმე ტექნიკამ გაასუფთავა.  ასევე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. ქობულეთის მერის განცხადებით,  შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და აღმოიფხვრა ხარვეზი, შეიქმნება სტიქიის კომისია. დღის ბოლომდე კი მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში