კვლევითი სამუშაოები მარადიდში

52 წუთის წინ 94 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი მარადიდის რამდენიმე ისტორიული უბანი მომავალ წელს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარების კვლევის საგანი იქნება.

პირველადი შესწავლისას ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა ტერიტორიაზე, რომელიც ადრე დასახლებული პუნქტი იყო, რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინეს.

მათი განმარტებით, აქ იყო როგორც საცხოვრებელი ასევე სამეურნეო ნაგებობები, ასევე საყდარი და ტერიტორია კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს, რადგან საინტერესოა როგორც ისტორიული ასევე არქეოლოგიური თვალსაზრისით. 

სოფლის უძველესი უბნის შესწავლის თხოვნით მკვლევარებს მოსახლეობამ მიმართა. კვლევითი სამუშაოები აქ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის  ეგიდით  ჩატარდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში