საინფორმაციო კამპანია “პროფესია პოლიციელი”

04 დეკემბერი 2025, 12:42 68 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია “პროფესია პოლიციელის” ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები სამინისტროს აკადემიას და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტს ესტუმრნენ.

ისინი გაეცნენ  ინფრასტრუქტურას, დანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში.

საინფორმაციო კამპანია „პროფესია პოლიციელი“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ახალგაზრდებს პოლიციელის პროფესიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში