საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ოპოზიცია მსვლელობას გეგმავს

15 სექტემბერი 2022, 11:52 495 ნახვა

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად 27 სექტემბერს ოპოზიციის ნაწილი თბილისში მსვლელობასა და აქციას გეგმავს. ორგანიზატორების განცხადებით, 29 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ხოლო რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. მათი თქმით, გენოციდს გამოქცეული ასიათასობით  ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის, ხოლო დღეს უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში