ოლაფ შოლცის მოწოდება - შეფასებები

15 სექტემბერი 2022, 17:33 501 ნახვა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას. ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა მისცენ, ევროკომისიის რეკომენდაციები კი ამ გზაზე მნიშვნელოვანია. აღნიშნულს კი, შოლცის განმარტებით, ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა სჭირდება. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცხადი, როცა გერმანიის კანცლერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ოლაფ შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ევროპის 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ნაწილი კი პროცესში ყველა აქტორის მაქსიმალურად ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ხედავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში