არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

22 ნოემბერი 2025, 11:26 61 ნახვა

ახალი კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანთა მხარდაჭერას, მათზე ზრუნვას, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. 19 გვერდიანი დოკუმენტის შინაარსზე კითხვები აქვს სახალხო დამცველს.

ომბუდსმენისთვის გაუგებარია, რას მოიაზრებს კანონპროექტი არასრულწლოვანთა მიმართებით „კრიმინალური ისტორიის” მოკვლევაში. თუკი კანონპროექტის მიზანი ბავშვებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერაა, რატომ ექვემდებარება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსგავსად იუსტიციის სამინისტროს და არა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც, ქართულ ოცნებაში ამბობენ, გერმანული მოდელის ანალოგია, შეიქმნება მხარდაჭერის სახლი.

სპეციალურ სივრცეში კი ის არასრულწლოვანები მოხვდებიან, რომლებმაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან კი ფსიქოლოგებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული მულტი დისციპლინარული ჯგუფი იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე