თამბაქოს წარმოება ქედაში

19 სექტემბერი 2022, 19:41 693 ნახვა

მრავალი წელია აჭარის სოფლებში თამბაქო მოჰყავთ და სარეალიზაციოდ აწარმოებენ.  თამბაქოს ფოთოლს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და ყველგან ფენენ, სადაც მზის სხივი ხვდება. პლანტაციებიდან ნედლი ფოთლებით სავსე გოდრებს ეზიდებიან და გასახმობად ფენენ. მას შემდეგ, რაც თამბაქო გამოშრება, ის გასაყიდად უმეტესად ბათუმში ჩამოაქვთ და გადამყიდველებს აბარებენ. მეთამბაქეობა აჭარაში განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო და ოჯახებისთვის მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში