საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

19 აგვისტო 2025, 15:08 292 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო. მაუწყებლის დირექტორი სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს.  

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს. მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ წინმსწრებად, 13 აგვისტოს გამოაცხადა.

24 საათიანი მაუწყებლობა, გარე წარმოების პროექტები, განახლებული სტუდიები  და ტექნიკური აღჭურვილობა, გაზრდილი ხელფასები და ბიუჯეტი, განახლებული ავტოპარკი - ეს სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილის საქმიანობის შედეგია.

ვრცლად რეპორტაჟი 20 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში