ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს სვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა ისტორიული სამშვიდო პროექტის ნაწილი გახდება - ევროკავშირის წარმომადგენლობა

19 აგვისტო 2025, 12:48 142 ნახვა

საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წერილშია ნათქვამი, ევროკავშირის შექმნის დღიდან, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იქ ომი არ ყოფილა.

„ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა. ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. ევროკავშირის შექმნის დღიდან, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა, ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა. საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში