წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა

24 სექტემბერი 2022, 11:30 1877 ნახვა

წელს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, თუმცა 5 646 მასწავლებელმა სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა.

სტატუსის ცვლილება ამ კატეგორიაში, მხოლოდ 2 456 მასწავლებელმა შეძლო - ინფორმაციას  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი განცხადებით მენტორის გამოცდაზე  ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა. ამ გამოცდას სულ 2 744 წამყვანი მასწავლებელი აბარებდა.

რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, წელს გამოცდაზე 16 595 პირი გავიდა, ბარიერი ვერ გადალახა 3 694 პირმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში