აიკრძალოს საჯარო და კერძო სივრცეში ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოების გამოფენა - აქცია ჩაქვში

25 სექტემბერი 2022, 20:04 379 ნახვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლებმა, "დაფიონის" წევრებმა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩაზე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს დროშებით იმ სახლთან მივიდნენ, რომლის მეპატრონემაც ოკუპანტი  რუსეთის დროშა სახურავზე აღმართა.

დროშა ახალგაზრდებმა რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნეს, თუმცა მეპატრონემ რუსული დროშა სახლის ფანჯარაზე განათავსა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ოკუპაცია და ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრება მოითხოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში