ახალი სკოლა განახლებაში 

26 სექტემბერი 2022, 20:06 1050 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა. სამსართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

შენობაში საკლასო ოთახებთან ერთად, სასპორტო და სააქტო დარბაზები მოეწყო, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. შენობა ადაპტირებულია, ასევე უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მოთხოვნები. პროექტის ღირებულება არის 1 500 000 ლარამდე.

აჭარაში წელს 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, წლის ბოლომდე კიდევ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია  28 სკოლას ჩაუტარდა, 20 სკოლის რეაბილიტაცია კი მიმდინარე პროცესშია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში