ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში

29 სექტემბერი 2022, 20:07 694 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ღიად აცხადებდა, რომ მათ აფხაზეთთან მეგობრობაზე მეტი სურთ.

ფაქტს საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ლუკაშენკოს ქმედება, დღეს კი ბათუმში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფაქტს ქართული სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს.

პოლიტიკური საკითხი, რომელშიც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიან აზრზეა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში