"ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი

20 ოქტომბერი 2025, 12:16 113 ნახვა

მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს ქართული ოცნების სარჩელი, რომლის მიხედვითაც  მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, "ნაციონალური მოძრაობა", კომუნისტური პარტიის შემდეგ, იქნება მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის წარმოშობის მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს. მანამდე კი პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში. 

ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში