სამხედროებს ხელფასი ეზრდებათ 

01 ოქტომბერი 2022, 17:45 707 ნახვა

თავდაცვის მინისტრი სამხედროების გეგმიურ სწავლებას დაესწრო.ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. 

მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის  ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.

„ჯარისკაცზე ზრუნვის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება 2023 წლიდან კიდევ 20%-ით გაეზრდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში