თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში

21 ოქტომბერი 2025, 19:43 130 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ირაკლი ჩიქოვანს კოლეგა, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. 

თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე