უკრაინელმა მებრძოლებმა ლიმანში სახელმწიფო დროშა აღმართეს

01 ოქტომბერი 2022, 18:02 500 ნახვა

უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი გაათავისუფლეს. სამხედროებმა ქალაქის შესასვლელში უკრაინული დროშა აღმართეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, ქალაქში 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული. როგორც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რუს სამხედროებს რუსეთის მთავრობამ ქალაქის დატოვების უფლება არ მისცა. გარდა ამისა ლიმანის მახლობლად უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინული მხარე გარკვეულ წარმატებას აღწევს, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს ქალაქების დაბომბვას. სამი თვის ბავშვი დაშავდა მტრის იერიშის დროს მიკოლაევში. S300 ტიპის რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. 20 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში.

ოკუპანტმა ავტომობილების კოლონა დაბომბა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია.

რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას, უმაღლესი „რადას“ ხელმძღვანელის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით დღეიდან ლენდ-ლიზის კანონი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინას ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში