აშშ-ში ტრამპის „ოქროს ბარათის" პროგრამა ამოქმედდა

11 დეკემბერი 2025, 13:58 93 ნახვა

აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად ტრამპის მილიონ დოლარიანი „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ. განაცხადის შევსება სპეციალურ ვებ გვერდზე 15 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლუტნიკის თქმით,  წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე  10 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი