დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია. რუსეთის მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.
