აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

11 დეკემბერი 2025, 09:51 131 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი რომელიც თავდაცვის ხარჯებისთვის 901 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. სენატში განხილვის შემდეგ, 3 ათას გვერდიანი დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ბიუჯეტს რაც შეიძლება მალე მოაწერს ხელს.

თავდაცვის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ასპექტი მრავალი დებულების ჩართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედრო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში.  უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია კიევისთვის 400 მილიონი დოლარის მხარდაჭერა. 

დოკუმენტი შეიცავს დებულებას, რომელიც პენტაგონს უკრძალავს ევროპაში ამერიკული ჯარების რაოდენობის 76 ათასზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირებას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი