ლეგენდარული ქორეოგრაფების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

12 ოქტომბერი 2022, 10:34 824 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში   ცეკვა "აჭარულის" შემსრულებლების,  ლეგენდარული ქორეოგრაფების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მაყურებლის წინაშე იმ ნომრებით წარსდგნენ, რომლებიც ცნობილმა ხელოვანებმა შექმნეს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ამით პატივი მიაგეს ფატმა კობალაძის, თემელ მიქელაძის,  თოფან მელაძის,  ჟან რეზელიაის, იაშა ხალვაშის, იური ცინცაძის, თამაზ ჯახუტაშვილის, ზურაბ აბაშიძის და ზურაბ ბაღდადიშვილის ხსოვნას. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ცეკვა ხორუმი და აჭარული განდაგანა.

ღონისძიება აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის ორგანიზებითა და მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში