ყველა გმირს დავიბრუნებთ - ზელენსკი

18 ოქტომბერი 2022, 11:05 477 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებით,  რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დრონებით  ახალი  თავდასხმები დაიწყეს. ვიდეომიმართვაში არ დაუსახელებია თავდასხმების ადგილები.

ორშაბათს დილის პიკის საათში აგრესორმა  კამიკაძე დრონით განახორციელა ათობით სარაკეტო თავდასხმა  უკრაინის რამდენიმე ქალაქში. დედაქალაქში სარაკეტო იერიშმა 4 ადამიანი იმსხვერპლა.  

სოციალურ მედიაში  მომხმარებლები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევის მახლობლად  ქალაქ ფასტივში, ასევე ოდესის  პორტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში