თბილისის მერიის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

19 ოქტომბერი 2022, 12:41 516 ნახვა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა - გიგა გიგაშვილმა ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

"დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე, ამ ეტაპისთვის, არის დაკავებული. მე, როგორც სამსახურის უფროსს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურეობრივ ქმედებაზე ყველა თანამშრომლის მიმართ, ამიტომ, ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პოსტი, სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში გაეცეს პასუხი," - აცხადებს გიგა გიგაშვილი. 

სამართალდამცველებმა გიგაშვილის მოადგილე გუშინ დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში