"ბოკა ხუნიორსი" არგენტინის 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია

24 ოქტომბერი 2022, 17:27 684 ნახვა

"ბოკა ხუნიორსი" არგენტინის 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბოლო ტურის წინ "ბოკა ხუნიორსს“ 51 ქულა ჰქონდა, მის კონკურენტ და უახლოეს მდევარ „რასინგს“კი 50.

ბოკამ“ საკუთარ მოედანზე „ინდეპენდიენტეს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაუზავდა. პარალელურ შეხვედრაში კი უგო იბარას გუნდის მთავარმა კონკურენტმა "რასინგმა", რომელსაც 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში გაჩემპიონება შეეძლო შანსი ვერ გამოიყენა და საკუთარ კედლებში "რივერ პლეიტთან" 1:2 დამარცხდა.

შესაბამისად "რასინგს" სატურნირო ცხრილში 50 ქულა დარჩა ხოლო "ბოკას" 52 და ისტორიაში არგენტინის ჩემპიონობა 35-ედ იზეიმა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში