საერთაშორისო ტურნირი ამერიკულ ფეხბურთში

25 აგვისტო 2025, 10:01 113 ნახვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი - 2025" ჩატარდა. ტურნირი 22 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდა.

ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ჩემპიონობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი პოლონეთის ეროვნული ნაკრები გახდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა „საქართველომ" დაიკავა.

საქართველომ ამერიკულ ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა უნგიაძე დასახელდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელსაც ამერიკელი მოქმედი სპორტსმენი ტაირიკ ნობლი უძღვებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაატარა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი