ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინი პიანი 9:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ლუკა კოჩალიძემ კი ფინალში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების სახელით მოასპარეზე აბდურმახან აბდულკადიროვი 2:1 დაამარცხა.