„დინამო“ ბათუმის ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „ატეიტის თასი ბათუმი 2025“. საფეხბურთო ფესტივალში, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება, ხუთი ქვეყნის ასზე მეტი კლუბი და 1500-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
უკვე დასრულდა შეჯიბრება 15-წლამდელთა შორის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი და მეორე ადგილები შესაბამისად, „ქუთაისი 1-მა“ და „ქუთაისი 2-მა“ დაიკავეს, მესამე ადგილზე თბილისის „ვიკინგი“ გავიდა.
დღეს ასპარეზობაში უკვე 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელები ჩაერთვნენ. ტურნირი 21 სექტემბერს დასრულდება.