მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდება

24 ოქტომბერი 2022, 18:18 677 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი გახდება

რიში სუნაკი "კონსერვატიული პარტიის" ახალი ლიდერი გახდა. როგორც მედია წერს, ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა რიში სუნაკს გამოუცხადა.

მანამდე პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლის თქმითაც, ის ქვეყნის სათავეში დაბრუნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცდება.

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, სექტემბერში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკი შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაამარცხა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე 45 დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, გასულ კვირას ლიზ ტრასმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში