დონალდ ტრამპი კრემლში შეხვედრას დადებითად აფასებს

04 დეკემბერი 2025, 12:40 82 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორი წარმომადგენლის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან „კარგი“ იყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მოხდება.

ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსებს „ძალიან მტკიცედ“ სურთ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების დადება.

აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პუტინს სამშაბათს მოსკოვში შეხვდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში