სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა

25 ოქტომბერი 2022, 14:45 481 ნახვა

ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? ამ წუთებში საკუთარ ხედვებს დეპუტატებს მარიკა არევაძე აცნობს, მანმადე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის პირველ კანდიდატს მოუსმინეს, რომელმაც მისი მუშაობის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

ანა აბაშიძის თქმით,  მთავარი არის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში ეხება ყველა ადამიანს, რომელიც უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენს.  

დეპუტატები დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანდიდატს გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ. პარლამენტის წევრები 19-ვე კანდიდატს გაესაუბრებიან.  

გასაუბრებების პროცესი 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად  90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. სახალხო დამცველი 6 წლის ვადით ირჩევა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში