პარტიების გაუქმებაზე სარჩელი საკონსტიტუციოში შევიდა

30 ოქტომბერი 2025, 17:53 147 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში  სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის  შესახებ სარჩელი შევიდა. საკონსტიტუციო  სარჩელით პარლამენტის 88 დეპუტატი    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას  და აკრძალვას ითხოვს.
სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“  დეპუტატი აწერენ ხელს.
კანონით განსაზღვრულუი პროცედურების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ  სამ დღიან  ვადაში  უნდა   დაარეგისტრიროს სარჩელი. რის შემდეგაც განისაზღვრება , თუ რომელი კოლეგია განიხილავს მას. რის შემდეგაც ჩაინიშნება გამსწირგებელი სხდომა, სადაც კოლეგია   სარჩელის დასაშვევებობაზე იმსჯელებს.
სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში  საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება არსებით განხილვა. სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე