წამლის ლაბორატორია საქართველოში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება - ზურაბ აზარაშვილი

25 ოქტომბერი 2022, 15:08 863 ნახვა

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ლაბორატორია საქართველოში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება და მედიკამენტების შემოწმება ადგილზე განხორციელდება. ამის შესახებ, მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წამლის ლაბორატორიის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიდის. ყოველდღიურ რეჟიმში, მე პირადად, ვაკონტროლებ ამას. ვფიქრობ, სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე სრულად იქნება დასრულებული. აღჭურვილობის ნაწილში საკმაოდ წინ ვართ და თითქმის ყველა აღჭურვილობა, რაც ამ ლაბორატორიისთვის საჭიროა, ადგილზე გვაქვს. ძალიან მალე, პარალელურ რეჟიმში დამონტაჟებასაც დავიწყებთ. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს ლაბორატორია უკვე გაშვებული გვექნება და მედიკამენტებს ადგილზე შევამოწმებთ და გაგზავნა არ დაგვჭირდება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკებზე მოკვლევა კვლავ გრძელდება, ხოლო კონკრეტული შემთხვევები, სადაც დარღვევები გამოიკვეთა, შესაბამის ორგანოებს გადაეცა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში