ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი"

27 ოქტომბერი 2022, 11:37 989 ნახვა

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" ბათუმში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის  დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. ბათუმის თოჯინების თეატრამდე ფესტივალს აჭარის მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლეს.თოფუზის ფარგლებში წელს წარმოდგენილია ფილმები და ანიმაციები  სხვადასხვა ქვეყნიდან. 2000 ფილმიდან საკონკურსოდ 130 შეირჩა. მათ  შორისაა საავტორო და  მოზარდების მიერ შექმნილ ანიმაციური ფილმებიც.მათგან საუკეთესოს შვიდ კატეგორიაში საერთაშორისო და საბავშვო ჟიური შეარჩევს. მომდევნო სამი დღის მანძილზე ყველა საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.  საკონკურსოს გარდა ფესტივალი საგანამათლებლო პროგრამასაც ითვალისწინებს.ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" მე-14 ტარდება და იგი 29 ოქტომბერს გამარჯვებული ფილმებისა და ანიმაციების ავტორების დაჯილდოვებით დასრულდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში