შეხვედრა ეკოსკოლის საერთაშორისო პროგრამის მონაწილე სკოლის მოსწავლეებთან

01 ნოემბერი 2022, 11:41 523 ნახვა

ეკოსკოლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ის შედეგები, რასაც ეკოსკოლების პროექტის ფარგლებში მიაღწიეს. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც გარემოსდაცვითი კუთხით არსებობს და გადაწყვეტის გზები, ახალი იდეები გაუზიარეს სტუმრებს. ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა უკვე მეორე წელია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“  საქართველოში ახორციელებს. პროგრამა გულისხმობს სასწავლო მასალების შექმნის პარალელურად, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების წახალისებას, გახდნენ გარემოსდაცვითი ცოდნის გადამცემები და ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა სასარგებლო აქტივობა და პროექტი დაგეგმონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში