დმიტრო კულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უკრაინის პოზიციებს აძლიერებს

10 ნოემბერი 2022, 10:05 341 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კამბოჯის დედაქალაქში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰუნ სენს შეხვდა ასეანის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.  დმიტრო კულებამ  ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.

ოფიციალური კიევი ცდილობს კავშირები გააძლიეროს  სამხრეთ-აღმოსავლეთ  აზიის ქვეყნების ასოციაციასთან,  რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას გმობს.

თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კამბოჯა ეწინააღმდეგება აგრესიას ან ძალადობის გამოყენებას დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. კამბოჯა ლიდერთა სამიტს და ასევე აღმოსავლეთ აზიის ლიდერთა სამიტს მასპინძლობს.

რამდენიმე შეხვედრა სერგეი ლავროვის მონაწილეობით გაიმართება.  სამიტს დაესწრება აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში