ქობულეთელი მხატვრის პორტრეტი

10 ნოემბერი 2022, 19:22 1308 ნახვა

ახლა კი გაგაცნობთ, მხატვარ და ფერმწერ ზურაბ ფაღავას და მის ნამუშევრებს, რომელიც მთელს დღეს თავის პატარა სახელოსნოში ატარებს. ხელოვანი  45-წელზე მეტია რაც ხატავს და არცერთი წუთი არ ჰქონია იმის განცდა, რომ ხატვისთვის თავი დაენებებინა, მიუხედავად არა ერთი სოციალური და პირადი პრობლემისა. როგორც ამბობს, ნახატების გაყიდვა ძალიან უძნელდება, რომელსაც თავის საკუთარ შვილებს უწოდებს. 66-წლის ხელოვანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიბადა და დღემდე ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ახალ თაობას ხატვას ასწავლის და თავის გამოცდილებას უზიარებს. ხელოვანის ერთადერთი ოცნებაა თავისი დიდი პირველი პერსონალური გამოფენა გააკეთოს, რისთვისაც გარკვეული ფინანსურ რესურსი და მხარდაჭერაა საჭირო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში