გამოსახლების მცდელობის ფაქტი

15 ნოემბერი 2022, 14:20 1591 ნახვა

ჩაქვში აღმაშენებლის 8 ნომერში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ოჯახს კერძო იპოთეკარის ვალი აქვს, რომელთანაც დავა აქვთ  2016 წლიდან  და რომელმაც  ოჯახის ინფორმაციით, სახლი  17 ათას დოლარად შეიძინა.  

იპოთეკარი ამბობს, რომ  თურმანიძეებს მარტის თვემდე აძლევს ვადას, კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად, ან სანაცვლოდ ბინის დაცლას სთხოვს.  

ადგილზე უფლებადამცველებიც იმყოფებოდნენ.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში